მიხეილ ჯანელიძე – ვერ ვხედავთ გარემოებას, რის გამოც თურქეთმა საქართველოსთან შესაძლოა უვიზო რეჟიმი შეცვალოს

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვერ ხედავს გარემოებას, რის გამოც თურქეთმა საქართველოსთან შესაძლოა უვიზო რეჟიმი შეცვალოს. შესაბამისი კომენტარი ჯანელიძემ ჟურნალისტებთან საუბარში მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა, რითაც უცხოურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ თურქული მხარე საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემოღებას აპირებს.

"ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე საჭიროებას ამისათვის, ან ისეთ გარემოებას, რამაც შეიძლება შეცვალოს ორ ქვეყანას შორის უვიზო რეჟიმი ამ ეტაპზე", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. მინისტრმა კითხვაზე, შედგა თუ არა კონსულტაციები აღნიშნულ საკითხზე თურქეთთან, აღნიშნა, რომ ამაზე "დამატებით მოგახსენებთ".