საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე მონაკვეთზე აღდგენილია

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო მოძრაობა კიდევ ორ მონაკვეთზე აღდგა. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, ამ დროისათვის ინტენსიური გაწმედითი სამუშაოების შედეგად ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია ყველა სახის ტრანსპორტისთვის ქუთაისი-ალპანა-მამსიონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ1-კმ140 მონაკვეთსა და ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ1-კმ135 მონაკვეთზე.

უწყების ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით აღდგენილია ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილისა და მცხეთა-სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზებზე, სადაც მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით დაწესებულია შემდეგი სახის მოძრაობის რეჟიმი, კერძოდ, თოვლისა და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ188 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ამავე გზის კმ1-კმ29 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-გუდაური-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მლეთა-კობის მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო არაგვისპირი-მლეთის და კობი-ლარსის მონაკვეთზე თავისუფალია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მთელ გზაზე თავისუფალია.