გიორგი კვირიკაშვილი - კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ეს პერიოდი საკმაოდ რთული იქნება

თხოვნა მექნება, რომ, როგორც ახალი წლის დღეებში, ყველა თქვენთაგანი პირადად იყო დღე და ღამე ჩართული პრობლემების აღმოფხრაში, ასე გავაგრძელოთ , - ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებს მას შემდეგ, რაც მინისტრებისგან უამინდობის გამო შექმნილი პრობლემები მოისმინა.

"ეს პერიოდი საკმაოდ რთული იქნება გამომდინარე კლიმატური პირობებიდან. ეს წვიმაც არ არის ნაკლები პრობლემა ყინვის შემთხვევაში, ამიტომ, ალბათ ამ რეჟიმში უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და რეგულარული ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს მოქალაქეებს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.