სკოლების ახალი სასკოლო ინვენტარით აღჭურვა მიმდინარეობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სასკოლო მერხების გადაცემის პროცესს პირადად გაეცნო. როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, არდადეგების პერიოდში

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეაბილიტაციის პარალელურად, ამორტიზირებული სასკოლო ინვენტარის განახლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ლია გიგაურის განცხადებით, რაიონის სკოლების აღჭურვა იმ რაოდენობის ინვენტარით, რაზეც არსებობდა მოთხოვნა, ორ დღეში დასრულდება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლების აღჭურვის ეტაპი მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს და სწავლის განახლებასთან ერთად დასრულდება.