სირიის მოქალაქეებისთვის, რომლებიც თურქეთში მესამე ქვეყნიდან ჩადიან, სავიზო რეჟიმი დაწესდება

სირიის მოქალაქეებისთვის, რომლებიც თურქეთში მესამე ქვეყნიდან ჩადიან, სავიზო რეჟიმი დაწესდება. როგორც "ბიბისი" წერს, შესაბამისი გადაწყვეტილება დღეიდან შედის ძალაში. ცვლილებები შეეხება იმ სირიელებს, რომლებიც თურქეთში საზღვაო და საჰაერო მარშრუტით ჩადიან. თურქეთის ტერიტორიაზე სახმელეთო გზით გადასული სირიელებისთვის სავიზო რეჟიმი არ დაწესდება. თურქული მხარის ცნობით, აღნიშნული ზომა დაეხმარება ხელისუფლებას, გააკონტროლოს მიგრანტების ნაკადი.

თურქეთმა და სირიამ სავიზო რეჟიმი 2009 წელს გააუქმეს. სირიაში ომის დაწყების შემდეგ, თურქეთში 2 მილიონზე მეტი სირიელი ჩავიდა.