კახა კალაძე - ცვლილებები მთავრობაში ყოველთვის იყო, არის და ალბათ მომავალშიც იქნება

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მთავრობაში ცვლილებებს არ გამორიცხავს. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, სამთავრობო ცვლილებები ჩვეულებრივი პროცესია.

"შეიძლება განხორციელდეს ცვლილებები, ზოგადად ყველა განხორციელებული ცვლილება არის უკეთესობისკენ, ცვლილებები მთავრობაში ყოველთვის იყო, არის და ალბათ მომავალშიც იქნება. ეს ნორმალური პროცესია", - განაცხადა კახა კალაძემ.