მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის ღირებულება დაახლოებით 230-250 მლნ დოლარი იქნება

მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის საერთო ღირებულება დაახლოებით 230-250 მილიონ აშშ დოლარი იქნება და მისი განხორციელება მიმდინარე წელს დაიწყება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. კალაძის თქმით, ნებისმიერი ქვეყანა ცდილობს, ჰქონდეს ამგვარი გაზსაცავი და საქართველოსთვისაც ეს უმნიშვნელოვანესი პროექტია.

"ჩვენ ვგეგმავთ 2016 წელს დავიწყოთ ამ პროექტის განხორციელება. კვლევები მიმდინარეობს. პროექტის საერთო ღირებულება დაახლოებით 230-250 მილიონ აშშ დოლარამდეა. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება", - განაცხადა კახა კალაძემ.