თბილისის მერი დავით ნარმანია ადასტურებს, რომ "თბილსერვისის" რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლდება. ასე გამოეხმაურა ნარმანია გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, "თბილსერვისის" გაფიცული თანამშრომლების ნაწილი სამსახურიდან გაათავისუფლონ. "რამდენიმე ადამიანი გათავისუფლდება", - განაცხადა დავით ნარმანიამ. "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარის კახა კუკავას განცხადებით, მას აქვს ინფორმაცია, რომ თბილისის მერია გაფიცული თანამშრომლების ნაწილს სამსახურიდან უშვებს.