ნორვეგიის საზღვართან შვედურმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

ნორვეგიის საზღვართან შვედურმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. შვედური კომპანია "ვესტ ატლანტიკის" კუთვნილი საფოსტო თვითმფრინავი ოსლოდან ტრომსეს მიმართულებით ახორციელებდა ფრენას.

ადგილობრივი მედიის ცნობით, კატასტროფის მომენტში ბორტზე 2 პილოტი – 42 წლის ესპანელი და 34 ფრანგი იმყოფებოდნენ. მათი ბედი ამ დრომდე უცნობია. CRJ 200-ის მოდელის თვითმფრინავი გუშინ ღამე, შვედეთის ჩრდილო-დასავლეთში ჩამოვარდა. კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც პრესა იტყობინება, თვითმფირნავი რადარებიდან აფრენიდან ერთ საათში გაქრა და სიჩქარე სწრაფად დაკარგა. თვითმფრინავის ფრაგმენტები ნაპოვნია, ადგილზე მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.