საგარეო საქმეთა სამინისტრო - თურქმა სამართალდამცავებმა საქართველოს მოქალაქეების დაკავებაზე ინფორმაცია არ დაადასტურეს

თურქმა სამართალდამცავებმა ჰოლანდიელი მხატვრის, ენტონი ვან დეიკის ტილოს სტამბულში კონტრაბანდული გზით შეტანის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურეს. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, შესაბამისი ინფორმაცია თურქმა სამართალდამცველებმა თურქეთში საქართველოს საელჩოს უკვე მიაწოდეს. თურქეთის ქალაქ სტამბოლში საქართველოდან კონტრაბანდული გზით გატანილი ჰოლანდიელი მხატვრის, ენტონი ვან დეიკის ნახატი აღმოაჩინეს. ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, მანამდე 14-მილიონიანი ნახატი საქართველოში სავარაუდოდ, რუსეთიდან შეიტანეს, რუსეთში კი ევროპიდან. თურქული მედიის ცნობით, ნახატის არალეგალურად გაყიდვას ორი ბიზნესმენი ცდილობდა. ისინი დაკავებულები არიან. არაოფიციალურად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს დაკავებულები საქართველოს მოქალაქეები იყვნენ.