მექსიკელი ნარკობარონი "ელ ჩაპო" დააკავეს

ცნობილი მექსიკელი ნარკობარონი ხუაკინ გუზმანი, მეტსახელად "ელ ჩაპო" დააკავეს. "ბიბისის" ცნობით, დაკავების დროს იყო ორმხრივი სროლაც, რა დროსაც დაუზუსტებელი ცნობით, ექვსი ადამიანი დაიღუპა. ნარკობარონი ალტიპლანოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს, რომელიც უსაფრთხოების ზომების კუთხით ყველაზე დაცული ციხეა.

"ელ ჩაპო" საპყრობილედან დაახლოებით ექვსი თვის წინ გაიქცა. მან გაქცევა საკანალიზაციო გვირაბით შეძლო. მას გაქცევაში თავისი გულშემატკივრები დაეხმარნენ. ეს მისი მეორე გაქცევა იყო. "ელ ჩაპო" თავდაპირველად 1993 წელს გვატემალაში დააკავეს, 2001 წელს კი იგი ციხიდან გაიქცა. 13 წლის შემდეგ, 2014 წელს კი ხელახლა დააკავეს. მექსიკის პრეზიდენტმა, ენრიკე პენა ნიეტომ გუზმანის დაკავებას გუშინ "კანონის უზენაესობის გამარჯვება" უწოდა. "ელ ჩაპო" გუზმანი სინალოას კარტელის ლიდერი იყო. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნარკობარონია.