ნავთობის ფასი კლებას განაგრძობს

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი კლებას განაგრძობს. ბოლო მონაცემებით, ნიუ-იორკის ბირჟაზე WTI-ის ტიპის ნავთობის ფასი კიდევ 0,57 პროცენტით შემცირდა და ერთ ბარელზე 33,08 დოლარი შეადგინა. რაც შეეხება „ბრენტის“ ტიპის ნავთობს, მისი ფასი 0,65 პროცენტით შემცირდა. შედეგად, ერთი ბარელის ფასი ბოლო მონაცემებით, 33,53 დოლარს შეადგენს.

მსოფლიოში ნავთობის ფასების დაცემა ბაზარზე მარაგის გადაჭარბებულმა მიწოდებამ განაპირობა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ „შავი ოქროს“ ფასი კიდევ შემცირდება.