"მაკდონალდსი" ე.წ "დრესკოდს" აწესებს

ამერიკული რესტორნების ქსელი "მაკდონალდსი" ავსტრალიაში მდებარე ერთ-ერთ ფილიალში "დრესკოდს" აწესებს. კერძოდ, მელბურნში მდებარე რესტორანში მისულ კლიენტებს რამდენიმე დღის წინ დახვდათ წარწერა - "ფეხსაცმელების და მოკლე შარვლის გარეშე მომსახურებას ვერ მიიღებთ".

აღნიშნული გადაწყვეტილება "მაკდონალდსის" ადგილობრივმა წარმომადგენლობამ მიიღო, ვინაიდან ფილიალს ხშირად საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილი კლიენტები სტუმრობდნენ, რაც იატაკის დასველებას იწვევდა. აღნიშნული ფილიალი სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს, რის გამოც კლიენტები "მაკდონალდსში" სველი ფეხებით და ფეხშიშველი შედიოდნენ.

"ყველა მომხმარებლის კომფორტისთვის, გთხოვთ ჩაიცვათ მოკლე შარვალი და ფეხსაცმელები", - წერს "მაკდონალდსის" წარმომადგენლობა. ამ გადაწყვეტილებამ მომხმარებელი შოკში ჩააგდო. მათი თქმით, რესტორნის წარმომადგენელთა გადაწყვეტილება "მაკდონალდსის" ბოლო სარეკლამო რგოლს ეწინააღმდეგება, სადაც ჩანს, თუ როგორ ყიდულობენ "ბიგ მაკს" საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი სერფერები.