უკრაინაში ინფლაციის დონემ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

უკრაინაში ინფლაციის დონემ 20-წლიან რეკორდს მიაღწია. როგორც ქვეყნის სტატისტიკის სამსახური იტყობინება, 2015 წელს ინფლაცია 43,3 პროცენტამდე გაიზარდა, მაშინ როდესაც 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 24.9 პროცენტს შეადგენდა.

გასული წლის განმავლობაში ყველაზე მეტად გაიზარდა ბუნებრივი აირის ფასი - 3,7-ჯერ, ცხელი წყლისა და გათბობის გადასახადი - 78,4 პროცენტით, ელექტროენერგიის საფასური - 66,9 პროცენტით, ბოსტნეულის ფასი - 66,7 პროცენტით, კვერცხისა და კარაქის ფასი - 59,4 პროცენტით, უალკოჰოლო სასმელების ფასი - 57,8 პროცენტით. ამას გარდა, 2015 წელს უკრაინაში ინდუსტრიული ნაწარმის ფასებმა 25,4 პროცენტით იმატა.