ეგვიპტეში უსაფრთხოების ზომებს გააძლიერებენ

ეგვიპტის ტურიზმის მინისტრის ჰიშამ ზააზუაუს განცხადებით, ტურისტთა უსაფრთხოების მიზნით, ქვეყნის ტერიტორიაზე დამატებითი ძალები იქნება მობილიზებული.

„უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში დამატებით ზომებს მივიღებთ, რათა ეგვიპტეში მყოფ არცერთ ტურისტს არ შეექმნას საფრთხე“, - აღნიშნა ეგვიპტის ტურიზმის მინისტრმა.

რამდენიმე დღის წინ ეგვიპტის საკურორტო ქალაქ ჰურგადაში მდებარე სასტუმრო Bella Vista Resort-ში შეიარაღებული პირების თავდასხმის შედეგად სამი ტურისტი დაშავდა. ტურისტები ავსტრიიდან და შვეიცარიიდან იყვნენ.