ქუთაისში მიკროავტობუსების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ქუთაისში მიკროავტობუსების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მძღოლებმა მერიის მიერ შეთავაზებული სატენდერო პირობები გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ ტენდერით განსაზღვრულ პირობებში მათთვის მუშაობა გაუსაძლისია. მძღოლების განმარტებით, მერია მათ ახალი მიკროავტობუსების შეძენას და მაღალი გადასახადების გადახდას ავალდებულებს.

"ამის ფონზე მერია მგზავრობის საფასურის გაზრდის საშუალებას არ გვაძლევს. თუკი ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილება არ მოხდება, აქციებს გავმართავთ", - განაცხადეს მძღოლებმა აქციაზე.