სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთიანი საინფორმაციო სამსახური - ცხელი ხაზი ამოქმედდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების ერთიანი საინფორმაციო სამსახური - ცხელი ხაზი ამოქმედდა. სამინისტროს ინფორმაციით, საინფორმაციო სამსახური ყველა დაინტერესებულ პირს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების პროექტების თუ საქმიანობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.

ცხელი ხაზის ნომერია 247 01 01. საინფორმაციო სამსახური იმუშავებს ყოველდღე (შაბათ-კვირის ჩათვლით) 09:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე.