დიმიტრი ქუმსიშვილი - უახლოეს მომავალში საკადრო ცვლილებებს არ ველოდებით

სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს , - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი კითხვას, რომლის მიხედვითაც გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს იცვლებიან შინაგან საქმეთა, განათლების, კულტურის და ფინანსთა მინისტრები. როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, რა ინფორმაციასაც ის ფლობს, ამ ინფორმაციის მიხედვით მსგავსი ცვლილებები არ იგეგმება. "დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ უახლოეს მომავალში ამას არ ველოდებით", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.