"2006 წელს საქართველო "გაზპრომისგან" გაზს 110 დოლარად ყიდულობდა"

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე "გაზპრომთან" მოლაპარაკებების შესახებ პოსტს აქვეყნებს. "ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ გიორგი ქადაგიძის პოსტს:

"გავიხსენოთ კლასიკა. 2006 წელს საქართველო გაზს ყიდულობდა გაზპრომისგან და მოქმედი ფასი იყო 110 აშშ დოლარი. 2006 წლის 20 დეკემბერს მივიღეთ წერილი, სადაც გვაუწყებდნენ, რომ 1 იანვრიდან ახალი ფასი იქნებოდა 230 დოლარი. მაშინვე გაგზავნილ პასუხზე, რომ ასეთ მოკლე დროში ფასის გაორმაგება არაპარტნიორული ქმედებაა და მოლაპარაკებები დავიწყოთ, 2 დღეში მოვიდა პასუხი. ახალი ფასი 235 დოლარია და მოლაპარაკებას აზრი არ აქვს. მერე რაც მოხდა, ყველას გვახსოვს, თითქმის ყველას", - წერს გიორგი ქადაგიძე.