დიმიტრი ქუმსიშვილი - "გაზპრომთან" მიმდინარე მოლაპარაკებები, ერთი მხრივ, ტექნიკურ ხასიათს ატარებს

"გაზპრომთან" მიმდინარე მოლაპარაკებები, ერთი მხრივ, ტექნიკურ ხასიათს ატარებს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განმარტებით, "გაზპრომი" საქართველოს იყენებს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას სომხეთში გაზის მისაწოდებლად. "შესაბამისად, არსებობს გარკვეული ვალდებულებები, თუ როგორ უნდა მოხდეს აღნიშნული ტრანზიტის ანაზღაურება და შესაბამისად, ტრანზიტის ანაზღაურების პარალელურად ეს მოლაპარაკება უკვე დანარჩენ ტექნიკურ დეტალებზეა", - განაცხადა ქუმსიშვილმა.