ნავთობზე ფასი 12-წლიან მინიმუმამდე დაეცა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე ფასი ვარდნას განაგრძობს.

„როიტერის“ ინფორმაციით, დღეს დილით „ბრენტის“ მარკის ნავთობზე ფასი 69 ცენტით დაეცა და ბარელზე 32,86 დოლარი შეადგინა.

ნიუ იორკის სასაქონლო ბირჟაზე 53 ცენტით გაუფასურდა აშშ-ის ნედლი ნავთობი, რომლის ფასმა ბარელზე 32,63 დოლარი შეადგინა.

ანალიტიკოსთა განცხადებით, ნავთობის ფასის ვარდნის მთავარი მიზეზი გასულ კვირას ჩინეთის საფონდო ბირჟების დაცემაა. გასული კვირიდან მოყოლებული ნავთობის ფასი თითქმის 10%-ით დაეცა, რითაც 12-წლიან მინიმუმს მიაღწია.