Morgan Stanley - ნავთობის ფასი შესაძლოა, 20 დოლარამდე დაეცეს

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი შესაძლოა, 20 აშშ დოლარამდე დაეცეს.

ამის შესახებ "ბლუმბერგი" ამერიკულ ბანკ Morgan Stanley-ზე დაყრდნობით წერს. ანალიტიკოსების მოსაზრებით, ბრენტის მარკის ნავთობის ფასი 10-25%-ით იმ შემთხვევაში შემცირდება, თუ დოლარი 5%-ით გაძვირდება. Morgan Stanley-ში მოსაზრებას გამოთქვამენ, რომ ნავთობის ღირებულებაზე ამერიკული ვალუტა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

ცოტა ხნის წინ, ნავთობის ფასის 20 დოლარამდე დაცემა Goldman Sachs-მაც ივარაუდა.