საქართველოში "სოკარის" წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მაირ მამედოვი ჩამოვა

საქართველოში "სოკარის" წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მაირ მამედოვი ჩამოვა საქართველოში დღეს "სოკარის" წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მაირ მამედოვი ჩამოვა. ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, მამედოვი საქართველოში ბუნებრივი აირის მოწოდებასთან დაკავშირებით პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს, თუმცა თავად "სოკარის" წარმომადგენლობაში ამის თაობაზე ჯერ არ საუბრობენ. როგორც ”სოკარში” განაცხადეს, დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით ინფორმაცია საჯარო დღის მეორე ნახევარში გახდება. თავის მხრივ, ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მაირ მამედოვთან მინისტრ კახა კალაძის შეხვედრა ჩანიშნული არ არის.