მერიაში დავით ნარმანიას მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ

თბილისის მერის მოადგილის, გიორგი სოლომონიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას დედაქალაქის მერიაში არ ადასტურებენ. როგორც მერიაში განაცხადეს, სოლომონია თანამდებობაზე რჩება. თბილისის მერის, დავით ნარმანიას ერთ-ერთი მოადგილის, გიორგი სოლომონიას მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია "პირველმა რადიომ" გაავრცელა. მათი ცნობით, გადაწყვეტილება გუშინ, გვიან ღამით მიიღეს. სოლომონიას გადადგომის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინაც ვრცელდებოდა.