ყალბი დოკუმენტების დამზადების ფაქტზე შვიდი პირი დააკავეს

ყალბი დოკუმენტების დამზადების ფაქტზე შვიდი პირი დააკავეს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 7 მოქალაქე დააკავა. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს ხე-ტყის ტრანსპორტირებისათვის საჭირო სასაქონლო ზედნადებში, სისტემატურად შეჰქონდათ ყალბი მონაცემები მასალის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესახებ, რის შემდეგაც, აღნიშნული ყალბი ოფიციალური დოკუმენტებით ახორციელებდნენ უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მასალის ტრანსპორტირებას და რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით.

საგამოძიებო სამსახურში განმარტავენ, რომ დაკავებული მეწარმე სუბიექტების მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.