ყახაზური ტენგე ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა

ყაზახური ტენგე დოლართან მიმართებაში კვლავ ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბოლო მონაცემებით, ერთი დოლარის ყიდვა 362.62 ტენგედაა შესაძლებელი მაშინ, როდესაც გუშინდელი კურსით, ერთი დოლარი 354-356 ტენგე ღირდა.

ყახაზეთის ეროვნულმა ვალუტამ მნიშვნელოვანი დევალვაცია გასული წლის აგვისტოში განიცადა. კერძოდ, იგი ერთი საათის განმავლობაში დოლართან მიმართებაში 22 პროცენტით გაუფასურდა. ტენგეს გაუფასურება ფიქსირებული მონეტარული პოლიტიკიდან თავისუფალი ცურვის პოლიტიკაზე გადასვლას უკავშირდება.