მედიამაგნატი რუპერტ მერდოკი 84 წლის ასაკში ქორწინდება

ცნობილმა მედიამაგნატმა, რუპერტ მერდოკმა 84 წლის ასაკში დაქორწინება გადაწყვიტა. დასავლური მედიის ცნობით, იგი მსახიობსა და მოდელ ჯერი ჰოლისთან ერთად აპირებს ოჯახის შექმნას. ეს მერდოკისთვის რიგით მეოთხე ქორწინება იქნება. ახალი ურთიერთობა მედიამაგნატმა გასული წლის ზაფხულში დაიწყო. მერდოკი მის წინა მეუღლეს, ავსტრალიელ ვენდი დენგს 2013 წელს გაშორდა.

რუპერტ მერდოკი მსოფლიოში უმსხვილესი მედიაკონგლომერატის „ნიუს კორპორეიშენის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელია.