მოსკოვის აეროპორტებიდან 50 ავიარეისი გაუქმდა

მოსკოვის აეროპორტებიდან დაახლოებით 50 ავიარეისი გაუქმდა. რუსული მედიის ცნობით, ამის მიზეზი უამინდობა გახდა. გავრცელებული ცნობით, "შერემეტიევოს" აეროპორტიდან დაახლოებით 40 რეისი გაუქმდა. "დომოდედოვოს" აეროპორტიდან ხუთი რეისი გაუქმდა, კიდევ ხუთი კი გადაიდო. "ვნუკოვოდან" კი ოთხი რეისი გაუქმდა. ერთი კი გადაიდო. ბოლო რამდენიმე დღეა მოსკოვში ამინდი განსაკუთრებით გაუარესდა, რამაც სატრანსპორტო მიმოსვლის შეფერხება გამოიწვია.