ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გავრცელდა. "2016 წლის 12 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.4148 შეადგინა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე