დეკემბერში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 4 203 ერთეული შეადგინა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2015 წლის დეკემბერში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 4 203 ერთეული შეადგინა,

რომელთა შორის 97% სამეწარმეო სუბიექტია, ხოლო 3% - არასამეწარმეო სუბიექტი.

2015 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 16.4%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 28.0%-ით გაიზარდა. აღნიშნული ტენდენციისგან განსხვავებით, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით დაფიქსირდა სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის ზრდა 5.8%-ით და არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის კლება 17.9%-ით.

მიმდინარე წლის დეკემბერში ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სახით. როგორც ჩანს, ბიზნეს სუბიექტთა 95% მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას.