თბილისის მერის მოადგილის პოსტზე გიორგი სოლომონიას სავარაუდოდ გიორგი ლილუაშვილი შეცვლის

თბილისის მერის მოადგილის პოსტზე გიორგი სოლომონიას სავარაუდოდ, "ქართუ ჯგუფის" ხელმძღვანელი, გიორგი ლილუაშვილი შეცვლის. "რუსთავი2"-თან სატელეფონო საუბარში გიორგი ლილუაშვილმა განაცხადა, რომ შეთავაზება თბილისის მერის მოადგილის თანამდებობაზე პირადად თბილისის მერისგან, დავით ნარმანიასგან მიიღო, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

"კონსულტაციები მაქვს და ჯერ თანხმობა არ განმიცხადებია", - განმარტა ლილუაშვილმა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერის მოადგილემ გიორგი სოლომონიამ თანამდებობა დატოვა. სოლომონია საქმიანობას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გააგრძელებს.