ძვირად ღირებული ავტომობილების ”მეჯლისი” დეტროიტში

ამერიკის ქალაქ დეტროიტში ყოველწლიურ პრესტიჟულ ავტოშოუზე კიდევ ერთი საავტომობილო ღონისძიება გაიმართა - ”მეჯლისი”, სახელწოდებით Gallery კაზინო MGM Grand Detroit-ში გაიხსნა.

ღონისძიებაზე მიწვეული იყო 500 სტუმარი, რომლებმაც ბილეთში 500 დოლარი გადაიხადეს.

საღამოზე 16 ბრენდის 27 სხვადასხვა ტიპის ავტომობილი (სედანები, ქროსოვერები და სუპერქარები) იყო წარდგენილი, რომელთა საერთო ღირებულებამ 8 მილიონი დოლარი შეადგინა.

საღამოს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ვარსკვლავი გახლდათ Aston Martin DB10- ავტომობილი, რომელიც სპეციალურად ”ჯეიმს ბონდის” ბოლო ფილმისთვის შექმნეს.

თუმცა იყო სხვა არანაკლებ მიმზიდველი მოდელებიც, მათ შორის Lamborghini- Aventador SV Roadster, Ferrari - FF და სხვა.

შოუს ორგანიზატორების მოთხოვნით, მონაწილე ავტომწარმოებელს მაქსიმუმ სამი მოდელი უნდა წარედგინა, რომელთა ღირებულება მინიმუმ 100 ათასი დოლარი იქნებოდა.

2015 წლის Gallery წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იმ კომპანიებისთვის, რომლებმაც ”დეტროიტის ავტოშოუ” გამოტოვეს, ასეთები კი არიან

„ბენტლი“, „იაგუარი“ და „ლენდ როვერი“.

კოკა კვირკველია