ენერგეტიკის მინისტრი საქართველოს ბუნებრივი აირის ძირითად მომწოდებელთან, აზერბაიჯანულ მხარესთან, "გაზპრომთან" დაწყებული მოლაპარაკებების დეტალებს დღეს განიხილავს. თუმცა "სოკარის" წარმომადგენლებთან კონსულტაციებამდე უკვე ცნობილია, რომ ქართული მხარე რუსული ენერგოკომპანიის მთავარ მოთხოვნას დათანხმდება. სომხეთისთვის მიწოდებული გაზის სანაცვლოდ, საქართველოსთვის ტრანზიტის საფასურის ფულად ანაზღაურებასთან ერთად საუბარია რუსეთიდან დამატებით ბუნებრივი აირის მიღებაზე. კახა კალაძის განმარტებით, დეფიციტი გაზრდილმა მოხმარებამ გამოიწვია, "სოკარისგან" კი დამატებითი მოცულობის მიღება ამ ეტაპზე შეუძლებელია.
იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე