გიორგი კვირიკაშვილი და კახა კალაძე კომპანია ,,სოკარის" წარმომადგენლებს ხვდებიან

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კომპანია ,,სოკარის" წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს და მას ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი ესწრებიან.

მთავრობის ადმინისტრაციაში ,,სოკარის" მხრიდან, სავარაუდოდ, იმყოფებიან კომპანიის პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი, ასევე საქართველოში ,,სოკარის" წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მაირ მამედოვი. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. ,,სოკარის" წარმომადგენლებთან შეხვედრის თემა, სავარაუდოდ, ქვეყნის გაზმომარაგებასთან დაკავშირებული საკითხები იქნება.