მარიხუანით მოვაჭრე კომპანია საფონდო ბირჟაზე გავიდა

ამერიკული სასოფლო-სამეურნეო კომპანია Terra Tech Corp-მა სამედიცინო მარიხუანით მოვაჭრე კალიფორნიული ქსელი Blum Oakland შეიძინა.

MarketWatch-ის ინფორმაციით, შეძენის შედეგად ამერიკელ ინვესტორებს პირველად ეძლევათ კომპანია Blum Oakland-ის აქციების ყიდვის უფლება.

სამედიცინო მარიხუანით მოვაჭრე Blum Oakland-მა მიმდინარე წელს 15 მილიონი დოლარის მოგება ნახა. ქსელი დღე-ღამის განმავლობაში დაახლოებით ათასამდე პაციენტს ემსახურება. ჯამში კი, Blum Oakland-ის ქსელში 50 ათასი კლიენტია დაფიქსირებული.

აშშ-ში მარიხუანას მოხმარება კანონით აკრძალულია. თუმცა, მისი გამოყენება სამედიცინო თვალსაზრისით 23 შტატშია ლეგალიზებული. კოლორადოს, ალასკას, ორეგონის, ვაშინგტონის შტატებში მარიხუანას მოხმარება რეკრეაციული მიზნითაც არის დაშვებული.

Terra Tech-ის აქციების ფასი სამშაბათს უკვე გაიზარდა 20%-ით.