„ფლეიბოის“ დამფუძნებლის სახლი 200 მილიონ დოლარად იყიდება

ჟურნალ „ფლეიბოის“ დამფუძნებლის, ჰიუ ჰეფნერის სახლი იყიდება. ლოს-ანჟელესში მდებარე სახლი 200 მილიონ დოლარადაა შეფასებული. როგორც „ფლეიბოის“ წარმომადგენლები აცხადებენ, აღნიშნული სახლი ჰეფნერისათვის მხოლოდ საცხოვრებელი ადგილი არ არის, მისთვის აღნიშნულ სახლი ყოველთვის შთაგონების წყაროც იყო.

უზარმაზარ ვილას 29 ოთახი აქვს. ის ასევე აღჭურვილია ღვინის სარდაფითა და სახლის კინოთეატრით. სახლი 2 ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზეა გაშლილი, სადაც ასევე მდებარეობს საცურაო აუზი და მინიზოოპარკი.