დიმიტრი მედვედევი - რუსეთის ეკონომიკას ასეთ ძლიერ გამოწვევებთან საქმე ჯერ არ ჰქონია

რუსეთის ეკონომიკას ასეთ ძლიერ გამოწვევებთან საქმე ჯერ არ ჰქონია. როგორც "რია ნოვოსტი" იტყობინება, ასეთი განცხადება რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა გააკეთა.

"გასული წელი მართლა მძიმე იყო, შეიძლება ყველაზე მძიმე ბოლო ათწლეულში. ჩვენს ეკონომიკას ერთდროულად ასეთ ძლიერ გამოწვევებთან საქმე ჯერ არ ჰქონია. ესენია ნავთობის ფასის მკვეთრი დაცემა, სასანქციო ზეწოლა და მსოფლიო ეკონომიკის მთელი პარადიგმის შეცვლა", - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა. გამოცემა "ვედომოსტის" ცნობით, რუსეთის პირველმა ვიცე-პრემიერმა იგორ შუვალოვმა სამინისტროებს დავალება მისცა, მოამზადონ სიტუაციის განვითარების სხვადასხვა სცენარი იმ შემთხვევისთვის, თუ რუსული ნავთობის Urals-ის ფასი 25 აშშ დოლარამდე შემცირდება.