სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 36 400 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2 წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 36 400 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, აუქციონში მონაწილეობა სამმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 40 700 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 12.400 პროცენტით, მაქსიმალური 13.880 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 13.757 პროცენტით განისაზღვრა. კუპონურმა განაკვეთმა 13.750 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება.