საბჭოთა კავშირში პირველი ამერიკული რეკლამა საქართველოში გადაიღეს

„საბჭოთა საქართველო“ - ასე ერქვა რძის პროდუქტების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია „დანონის“ საქართველოში 1977 წელს გადაღებულ რეკლამას.

„საბჭოთა საქართველოში, სადაც ბევრ იოგურტს მიირთმევენ, უფრო დიდხანს ცოცხლობენ“, - ნათქვამია რეკლამის ტექსტში.

საქართველოში გადაღებული რეკლამა რამდენიმე წლის განმავლობაში ტრიალებდა ამერიკულ ტელეარხებსა და ბეჭდურ მედიაში.

„დანონის“ იოგურტის სარეკლამო რგოლის საქართველოში გადაღების იდეა კომპანია Marseller-ს ეკუთვნის.

კომპანია „დანონი“ 1919 წელს ბარსელონელმა ფარმაცევტმა ისააკ კარასომ ბარსელონაში დააარსა და თავისი შვილის, დანიელის სახელი უწოდათ. მეორე მსოფლი ომის დროს კომპანიამ საქმიანობა ნიუ იორკში ახალი სახელწოდებით Dannon Milk Products Inc. გააგრძელა.