ნავთობის ფასი 30 დოლარზე ქვევით დაეცა

პირველად, 2004 წლის შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი 30 დოლარს ქვევით დაეცა.

„ბიბისის“ ცნობით, „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 29,96 დოლარი შეადგინა. თუმცა, ვაჭრობის გახსნის მომენტში კვლავ დაუბრუნდა 30-დოლარიან ნიშნულს და ბარელზე 30,22 დოლარი შეადგინა.

ბოლო 15 თვის განმავლობაში ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე 70%-ით დაეცა. ფასების მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა გასული წლის დეკემბერში. ანალიტიკოსთა თქმით, „შავ ოქროზე“ ფასების ვარდნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ნავთობის გადაჭარბებული მარაგები და მიწოდებაა შემცირებული მოთხოვნის ფონზე.