2016 წელს თბილისში ესკალატორების კაპიტალური შეკეთება იგეგმება

მიმდინარე წელს თბილისში ესკალატორების კაპიტალური შეკეთება იგეგმება.

ამის შესახებ ”ბიზნესპრესნიუსს” თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, იგეგმება 5 ესკალატორის კაპიტალური გარემონტება. კერძოდ, მეტროსადგურ „ავლაბრის“ ერთი,  „წერეთლის“ ერთი და „მარჯანიშვილის“ 3 ესკალატორის. ასევე დაიწყება „სადგურ მოედანი 1“-ის ესკალატორების კაპიტალური შეკეთება.

”კაპიტალური შეკეთება ითვალისწინებს ესკალატორების საამწყობო კვანძების (საფეხურების, ჯაჭვების, რედუქტორების, მიმართველების, ბლოკების, მთავარი და დამხმარე დამჭიმი ღერძების) დაშლას, საამქროში გადატანას და ყველა დეტალის აღდგენას ან ახლით ჩანაცვლებას”, - აღნიშნავენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე