"ალ-ჯაზირა" აშშ-ში საკაბელო მაუწყებლობას შეწყვეტს

ტელეკომპანია "ალ-ჯაზირამ" აშშ-ში საკაბელო მაუწყებლობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. როგორ ტელეკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, - "ალ-ჯაზირა" აშშ-ში მაუწყებლობას 30 აპრილს შეაჩერებს. ამის მიზეზად კი ტელეკომპანია აშშ-ში მედიაბაზარზე კონკურენციის განსაკუთრებულ ზრდას ასახელებს. თუმცა, როგორც დაგეგმილია, აღნიშნული ტელეარხი შტატებში ონლაინ-სერვისს შეინარჩუნებს. "ალ-ჯაზირამ" აშშ-ში ბიურო 2013 წელს გახსნა. მას მსოფლიოს მასშტაბით სულ 80 ბიურო აქვს. ტელეკომპანია ყატარის მთავრობას ეკუთვნის.