ამერიკაში 1,5 მილიარდი დოლარის ჯეკპოტი გათამაშდა

აშშ-ში ყველაზე პოპულარული ლატარეის Powerball-ის ბილეთი გაათამაშეს ჯეკპოტით, რომელიც 1,5 მილიარდი აშშ დოლარს შეადგენს.

რეკორდული ოდენობის თანხას მიიღებს ადამიანი, რომელმაც ბილეთი კალიფორნიის შტატში, ლოს ანჯელესის ერთ-ერთ გარეუბანში მდებარე მაღაზიაში შეიძინა.

მომგებიანი ბილეთის მფლობელი ჯერჯერობით უცნობია. უახლოეს მომავალში გაირკვევა, გაიყიდა თუ არა ლატარეის სხვა მომგებიანი ბილეთები.

აშშ-ის ისტორიაში ეს არის ყველაზე დიდი ჯეკ-პოტი. თუმცა მთლიანი თანხის მიღებას გამარჯვებული მაინც ვერ შეძლებს. Powerball-ის წესების თანახმად, გამარჯვებული მოგებულ თანხას 29 წლის განმავლობაში მიიღებს, ან ნაღდი ფულით მხოლოდ 930 მილიონი აშშ დოლარის აღება შეუძლია.

გარდა ამისა, თანხას ჩამოეჭრება ფედერალური გადასახადი 39,6%-ის ოდენობით და იმ შტატის გადასახადებიც, სადაც ბილეთი გაიყიდა.

Powerball-ის ლატარია ტრადიციულად, 44 შტატში, ასევე კოლუმბიის ფედერალურ ოლქში, ვირჯინიის კუნძულებსა და პუერტო-რიკოში ტარდება. ბილეთის ფასი 2 აშშ დოლარია.

ლატარის ორგანიზატორთა ინფორმაციით, ბოლო დღეებში რეკორდული ოდენობის ბილეთები გაიყიდა. მაგალითად, გუშინ საღამოს გაყიდული ბილეთებისგან შემოსულმა თანხმამ 130 მილიონ აშშ დოლარი შეადგინა.