ირანი დასავლეთის სანქციებისგან რამდენიმე დღეში გათავისუფლდება

ირანი დასავლეთის ეკონომიკური სანქციებისგან რამდენიმე დღეში გათავისუფლდება. ამის შესახებ "გარდიანის" ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ განაცხადა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, თეირანმა ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან დადებული პირობის ძირითადი ნაწილი შეასრულა. "გუშინ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაცნობა, რომ რეაქტორიდან გამოდევნილია პლუტონიუმი და მომდევნო რამდენიმე საათში იგი ბეტონით გაივსება და განადგურდება", - განაცხადა ჯონ კერიმ.

დასავლური მედიის ცნობით, ირანმა დადებული პირობის შესაბამისად უკვე შეასრულა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მოთხოვნები და შეამცირა ცენტრიფუგების რაოდენობა.