ევროპის მასშტაბით საწვავი ყველაზე იაფი რუსეთში ღირს

იანვრის თვის პირველი რიცხვების მდგომარეობით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი ევროპაში 0,01 ევროთი შემცირდა და ერთი ლიტრის ფასმა საშუალოდ 1,13 ევრო შეადგინა.

ინფორმაციას ამის შესახებ ,,ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” ავრცელებს.

კავშირის ცნობით, საწვავი ყველაზე ძვირი ნიდერლანდებში, ნორვეგიასა და იტალიაშია. აღნიშნული ქვეყნების საწვავის ფასი დაახლოებით, 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს. ნიდერლანდებში სუპერი 1,61 ევრო(დაახლოებით 4,21 ლარი) პრემიუმი 1,54 ევრო (დაახლოებით 4,02 ლარი) დიზელი კი 1,15 (დაახლოებით 3,00 ლარი) ევრო ღირს. ნორვეგიაში სუპერი 1,60 ევრო, პრემიუმი 1,49 ევრო, ხოლო დიზელი 1,35 ევრო ღირს. რაც შეეხება იტალიას, იტალიაში სუპერის ტიპის ბენზინის ფასი 1,68 ევროს, პრემიუმ ტიპის კი 1,48 ევროს შეადგენს.

საწვავის ფასი ყველაზე დაბალია რუსეთში, სადაც სუპერის ტიპის ბენზინის ღირებულება 0,53 ევროს (დაახლოებით 1,38ლარი) პრემიუმის ტიპის ბენზინის -0,46 (დაახლოებით, 1,20 ლარი)დიზელის საწვავის კი 0,44 (დაახლოებით 1,15 ლარი) ევროს შეადგენს.

,,ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ ინფორმაციით, რაც შეეხება საწვავის ფასებს ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, სომხეთში ერთი ლიტრი სუპერის ტიპის ბენზინის ფასი 0,89 ევროს(დაახლოებით 2,33 ლარი), პრემიუმის ტიპის ბენზინის 0.85 ევროს (დაახლოებით 2,22 ლარი), დიზელის საწვავის ფასი კი 0.80 ევროს (დაახლოებით 2,09ლარი) შეადგენს.

აზერბაიჯანში სუპერის ტიპის ბენზინი 0,61 ევრო, პრემიუმის ტიპის კი 0,56 ევრო ღირს. ამ ორივე პროდუქტს აზერბაიჯანი არ აწარმოებს და ის ევროპიდან იმპორტირებულია. ადგილობრივი წარმოებული დიზელის საწვავი კი 0,35 ევროს ღირებულებისაა.

უკრაინაში სუპერის ტიპის ბენზინის ფასი 0,79 ევროს, პრემიუმის ტიპის კი 0,74 ევროს შეადგენს, ხოლო დიზელის საწვავი 0,65 ევრო ღირს. მოლდავაში სუპერის ტიპის ბენზინის ფასი 0,81 პრემიუმის ტიპის ბენზინის კი 0,79 ევროა, რაც შეეხება დიზელის ფასს, აღნიშნული საწვავი 0, 68 ევრო ღირს.