„ავტონომიური“ ავტომობილების განვითარებისთვის აშშ-ის მთავრობა 4 მილიარდ დოლარს გამოყოფს

ობამას ადმინისტრაცია ”ავტონომიური” ავტომობილების განვითარებისთვის 4 მილიარდი დოლარის გამოყოფას გეგმავს. ამის შესახებ ამერიკის ტრანსპორტის მდივანმა ენტონი ფოქსმა დეტროიტის ავტოშოუზე განაცხადა.

ავტომწარმოებლებსა და მოძრაობის უსაფრთხოებაზე მომუშავეებს სჯერათ, რომ დამოუკიდებლად მოძრავი ავტომობილები გზებზე ფატალური შემთხვევების 94%-მდე შემცირებას შეუწყობს ხელს.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ ავტონომიური ავტომობილების სრულყოფაზე დამოუკიდებლად მუშაობენ ადგილობრივი ავტომწარმოებლები, მათ შორის გიგანტური კორპორაცია General Motors, რომელმაც ჯერ კიდევ გასულ კვირას გამოაცხადა, რომ ამ მიმართულებით 500 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.

აქვეა სრულიად ახალი დამოუკიდებელი მოთამაშე ამ სეგმენტში - კომპანია Google, რომელიც როგორც ცნობილია, მხოლოდ ავტონომიური ავტომობილის კონცეფციაზე მუშაობს.

კოკა კვირკველია