დიმიტრი ქუმსიშვილი ფინანსთა მინისტრად მისი შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ფინანსთა მინისტრად მისი შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს. ჟურნალისტებთან საუბარში ქუმსიშვილმა ის ინფორმაციაც უარყო, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე მის მოადგილედ დაინიშნოს, "ხოლო მას შემდეგ, რაც ქუმსიშვილი ფინანსთა სამინისტროში გადავა, ეკონომიკის მინისტრი სწორედ ლაშა აბაშიძე გახდება".

"ლაშა აბაშიძე არ დაინიშნება ჩემს მოადგილედ. მე არ გადავინაცვლებ ფინანსთა სამინისტროში და ყველანი დავრჩებით იქ, სადაც ვართ",- განაცხადა ქუმისშვილმა.