ენერგეტიკის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია – არა "გაზპრომს" გაიმართა

ენერგეტიკის სამინისტროსთან გამაფართხილებელი საპროტესტო აქცია – არა "გაზპრომს" გაიმართა. ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, აქციაზე საპატრულო პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შელაპარაკება მოხდა. სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს იუსტიციის სახლთან მდებარე ხიდზე ბანერის ჩამოკიდებას უკრძალავდნენ და აცხადებდნენ, რომ ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. აქციის მონაწილეებმა კი სამართალდამცველებს მიმართეს, რომ იერსახეს არა ბანერის ჩამოკიდება, არამედ "გაზპრომის" შემოყვანა ამახინჯებს.