ნავთობის ფასი 30 დოლარს ქვევით დაეცა

„ბრენტის“ მარკის ნავთობი გაუფასურებას განაგრძობს.

„ბლუმბერგის“ მონაცემებით, ლონდონის ბირჟაზე „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასი 3,4%-ით, ბარელზე 29,85 დოლარამდე დაეცა.

ნიუ იორკის სასაქონლო ბირჟაზე კი WTI-ის ნავთობის ფასი 4,8%-ით შემცირდა და ბარელზე 29,7 დოლარი შეადგინა.

ანალიტიკოსები ნავთობზე ფასის ვარდნას ირანისთვის უახლოეს დღეებში სანქციების მოხსნით ხსნიან, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მიწოდებას გაზრდის.