ჩინეთის საფონდო ინდექსებმა კვირა ვარდნით დაასრულეს

სამუშაო კვირის ბოლო სესიის ვაჭრობა ჩინური საფონდო ინდექსების დაცემით დასრულდა.

"ბლუმბერგის" ცნობით, Shanghai Composite-ის ინდექსის ვარდნამ   დეკემბრის მაქსიმუმს 20%-ით გადააჭარბა.

შანჰაის საფონდო ბირჟის Shanghai Composite-ის ინდექსი 3,55%-ით, 2900,97 პუნქტამდე დაეცა, შენჟენის ბირჟის Shenzhen Composite-ის ინდექსი კი 3,4%-ით, 1796,13 პუნქტამდე შემცირდა.

ექსპერტების განმარტებით, ჩინური საფონდო ბაზრის მკვეთრი დაცემა უკავშირდება ჩინეთის ეკონომიკური ზრდის შენელებასა და იუანის გარშემო არსებულ არასტაბილურ სიტუაციას.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ შანჰაიში ზოგიერთმა ბანკმა მცირე კომპანიების აქციების მიღება დაიწყო, რომელიც აქამდე ბაზარზე კრედიტირების დროს, უზრუნველყოფის სახით გამოიყენებოდა.